ჩვენ შესახებ

FSG CONSTRUCTION ის სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში შეძენილი გამოცდილებით შეძლო თავი დაემკვიდრებინა საქართველოში, სამშენებლო ბაზარზე. დღესდღეისობით კი მზარდ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მშენებლობის კუთხით უმაღლესი ხარისხის მასალებით ფართომასშტაბიან სამუშაოებს ახორციელებს. კომპანია FSG CONSTRUCTION ჩამოყალიბების დღიდან ქმნის ინოვაციურ, ორიგინალურ, მომხმარებელზე მორგებულ კომფორტულ საცხოვრებელ კომპლექსებს. 
კომპანიის მიზანი იყო ყოფილიყო თანამედროვე და მაღალსტანდარტებთან ასოცირებული სამშენებლო. ამიტომ კომპანიის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს დაეწყოთ განვითარება დეველოპერული მიმართულებით.
2017 წელს FSG CONSTRUCTION-მა მიღებული გამოცდილების საფუძველზე შექმნა დეველოპერული კომპანია - SDG (Successful Development Group). 
დეველოპერული კომპანია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მშენებლობის ხარისხს. ამიტომ ყოველთვის ცდილობს საცხოვრებელი კომპლექსები ააშენოს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. კომპანიის მიზანია გაალამაზოს ქალაქის იერსახე და მომხმარებლებს შესთავაზოს მათზე მორგებული საცხოვრებელი სახლები. 
ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია ასოცირდებოდეს მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან, მაღალ სტანდარტებთან და ნდობასთან. 
ჩვენი გუნდის მისიაა შექმნას უსაფრთხო საცხოვრებლები მობინადრეთათვის, შეუქმნას მათ კომფორტი და თითოული პროექტი ჩააბაროს დაგეგმილ ვადებში.

გამოცდილი გუნდი

ჩვენი წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ხარისხიან მასალებთან ერთად ის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდია, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას.

არქიტექტურა

ჩვენი ყველა პროექტი გამოირჩევა განსხვავებული არქიტექტურით, რომელზეც ზრუნავს წამყვანი არქიტექტორთა გუნდი.

დიზაინი

კომპანიის თითოეული საცხოვრებელი სახლის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინზე მუშაობს წამყვანი არქიტექტორ - დიზაინერთა ჯგუფი. 

ტექნიკა

მშენებლობა ხორციელდება კომპანიის მფლობელობაში არსებული თანამედროვე და უსაფრთხო ტექნიკით. 

ხარისხიანი მასალები

ჩვენთვის პრიორიტეტი ხარისხია, ამიტომ ჩვენი თითოეული მშენებლობა ხორციელდება უმაღლესი ხარისხის მასალებით.

ეფექტური მენეჯმენტი

წარმატებით დასრულებული პროექტები კომპანიის მიერ შემუშავებულ მენეჯმენტის სწორ სტრატეგიას მოწმობს.

აირჩიეთ ბინა

  • დამკვეთი: ეს დი ჯი
  • მდებარეობა: ქ.თბილისი, ქავთარაძე ქუჩა #19
  • საინვესტიციო ბიუჯეტი: 2 000 000 $
  • მოცულობითი ფართი: 7739 კვ.მ

ქავთარაძის 19

SDG ქავთარაძე კომფორტისა და სიმშვიდის მოყვარული მომხმარებლებისათვის შეიქმნა. პროექტი გამოირჩევა საუკეთესო ადგილმდებარეობით და თანამედროვე სტილის არქიტექტურით. 

საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნება თბოსაიზოლაციო მასალა, რაც მაცხოვრებელს მყუდრო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს. ხმის სრული იზოლაცია სართულებსა და ოთახებს შორის სპეციალური შრეებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომპლექსის საერთო სივრცე აღიჭურვება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.

ფრანგული ლიფტის საშუალებით სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლებთ ნებისმიერ სართულზე გადაადგილებას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლიფტის და კიბის უჯრედი იზოლირებულია ერთმანეთისგან. 

პარკინგი განთავსდება მინუს სართულზე, თანამედროვე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. 

SDG ქავთარაძის მშვიდი საცხოვრებელი სივრცე დაცვის განსაკუთრებული სერვისით - კამერებით აღიჭურვება, რომელიც უსაფრთხო გარემოს შეუქმნის ჩვენს მაცხოვრებლებს. 

მაცხოვრებლებისათვის ახალი სოციალური სივრცის შესაქმენალად კომპანია საცხოვრებელი კომპლექსის წინ მოაწყობს ბავშვებისათვის გასართობ, ხოლო მოზარდებისათვის მოსასვენებელ კუთხეებს. 

საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს არსებული მეტრო, სავაჭრო ობიექტები, სკოლები და უნივერსიტეტები, მაცხოვრებლებს დამატებით კომფორტს უქმნის. 

2020 წლის გაზაფხულზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაიწყოთ თქვენი ახალი სახლის ისტორიის შექმნა.

აირჩიეთ ბინა
  • დამკვეთი: დემაქსი
  • მდებარეობა: ქ.თბილისი, გიორგი ბრწყინვალის #4
  • საინვესტიციო ბიუჯეტი: 3 822 000 $
  • მოცულობითი ფართი: 2000 კვ.მ

დემაქს დიღომი

“დემაქს დიღომი” არის 2000 კვ.მ-ზე მიმდინარე ევროსტანდარტების მქონე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი.
კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია დიდი ეზო, რომელიც მობინადრეთათვის ახალ სოციალურ სივრცეს ქმნის. თექვსმეტ სართულიანი საცხოვრებელის წინ მოწყობილია უნიკალური და უსაფრთხო ბავშვთა გასართობი ზონა.

„დემაქს დიღომი“ ქმნის თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, ამიტომ გთავაზობთ ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრებულ სამდონიან მიწისქვეშა ავტოფარეხსა და გარე პარკინგს. 100 მეტრში არსებული ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ მობინადრეთათვის დამატებითი კომფორტის ზონაა. 

მშენებლობის ხარჯები მთლიანად დაფინანსებულია საწყის ეტაპზე, რაც იმის გარანტია, რომ პროექტი ექსპლუატაციაში შევა დაგეგმილ ვადაში.

აირჩიეთ ბინა

  • დამკვეთი: ეს დი ჯი
  • მდებარეობა: ქ.თბილისი, ტუსკიას ქუჩა #18
  • საინვესტიციო ბიუჯეტი: 650 000 $
  • მოცულობითი ფართი: 3200 კვ.მ

ტუსკია

ტუსკიას ქუჩაზე მიმდინარე პროექტი ექვს სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლია. მშენებლობის პროცესში კომპანიის გამოცდილმა გუნდმა გამოიყენა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები, რაც პრიორიტეტულია ჯანსაღ გარემოში ცხოვრებისათვის. 

აღნიშნული პროექტი გამოირჩევა ხედებით, ადგილმდებარეობით, ეკოლოგიურად სუფთა ზონით და სიმშვიდით. 
ეს ის საცხოვრებელი ადგილია სადაც თავს მაქსიმალურად მშვიდად იგრძნობთ და დატკბებით ულამაზესი ხედებით ქალაქზე.

აირჩიეთ ბინა
  • დამკვეთი: ეს დი ჯი
  • მდებარეობა: მცხეთა
  • საინვესტიციო ბიუჯეტი: 300000 $
  • მოცულობითი ფართი: 500 კვ.მ

მცხეთა

გარდა მრავალფუნქციური მშენებლობებისა კომპანია ასევე ეწევა ინდივიდუალური სახლების მშენებლობასც.

კომპანიას აშენებული აქვს მცხეთაში ინდივიდუალური სამ სართულიანი საცხოვრებელი, რომელიც გამოირჩევა თანამედროვეობით, ინოვაციურობით, კომფორტით და მოსასვენებელი ადგილებით. ინდივიდუალურ სახლებს კომპანია აპროექტებს უცხოელ არქიტექტორებთან ერთად. 

მცხეთის საკუთარი სახლი გამოირჩევა უნიკალური ეზოთი, სადაც ერთმანეთს ფანტასტიურად ერწყმის აუზი და ბავშვების გასართობი ზონა. ეზოდან იშლება თვალწარმტაცი ხედები, რაც დამატებით ხიბლს სძენს საცხოვრებელ ადგილს.

  • დამკვეთი: ეს დი ჯი
  • მდებარეობა: ქ.თბილისი, ანჯაფარიძის ქუჩა #2
  • საინვესტიციო ბიუჯეტი: 250 000 $
  • მოცულობითი ფართი: 1270 კვ.მ

ანჯაფარიძე

ანჯაფარიძის ქუჩაზე უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით მიმდინარეობს ხუთ სართულიანი საცხოვრებელის მშენებლობა. მშენებლობის ფასადი და სახურავი დახურულია თბოსაიზოლაციო მასალით, რაც მაცხოვრებელს აძლევს მყუდრო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას. 

ხმის სრული იზოლაცია სართულებსა და ოთახებს შორის სპეციალური შრეებით არის უზრუნველყოფილი.

კომპანიამ გადაწყვიტა ანჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე გამოეყენებინა მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაფხულის ცხელი დღეები მასზე არ ახდენს ზეგავლენას, მცხუნვარე მზე არ უცვლის ფორმას და არის ცეცხლგამძლე. 

შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ და მყუდრო გარემოში. მის სილამაზეს განსაზღვრავს ბელგიური აგურით მოპირკეთებული კედლები და საკუთარი ეზო, რომელიც მოსახლეობისთვის ახალი სოციალური სივრცეა.

  • დამკვეთი: ვივა
  • მდებარეობა: ქ.თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #15/17
  • საინვესტიციო ბიუჯეტი: 3 344 000 $
  • მოცულობითი ფართი: 17600 კვ.მ კვ.მ

ვივა ბაგები

2016 წლის დეკემბერში კომპანიამ დაიწყო ვივა ბაგების მშენებლობა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით მიმდინარეობს 1400 კვ. მ ათვისება. საცხოვრებელი კომპლექსი ასევე მოიცავს ორდონიან მიწისქვეშა ფარეხს, რომელიც განკუთვნილია 60 ავტომანქანისათვის. 

ვივა ბაგები ეს არის კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში . კომპლექსი 25%-მდე ენერგოეფექტურია - რასაც განაპირობებს ენერგოდამზოგავი სამშენებლო ნატურალური თიხის აგური, რომელიც ხელს უწყობს ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში მაქსიმალური სიგრილის შენარჩუნებას. ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯრები, შვეიცარული ,,შინდლერის’’ ლიფტი და ორმაგი შუშის აივნები დამატებით კომფორტს უქმნის მობინადრეებს.

კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი 2018 წლის სექტემბერი.

  • დამკვეთი: სქაი
  • მდებარეობა: ქ.თბილისი, ჟვანიას ქუჩა #4
  • საინვესტიციო ბიუჯეტი: 3 578 000 $
  • მოცულობითი ფართი: 11800 კვ.მ

სქაი ვაკე

„სქაი ვაკე“ ეს არის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქის პრესტიჟულ უბანში - ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე. საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა განსხვავებული არქიტექტურით, რომელზეც ზრუნავს წამყვანი არქიტექტორთა გუნდი. 

პროექტი სრულად არის მორგებული მობინადრის კომფორტსა და მოთხოვნებზე.„სქაი ვაკე“ ზრუნავს თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ კომპლექსის უკანა ხედი იშლება რეკრეაციულ, გამწვანებულ ტერიტორიაზე. ხოლო - წინა მხარე დაყოფილია დასასვენებელ და გასართობ ზონებად. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა განიტვირთოთ ქალაქის ხმაურისგან და დატკბეთ უნიკალური ხედების სივრცით. 

ბინები ბარდება შავი, თეთრი და მწვანე კარკასის მდგომარეობით, ასევე პრაიმ ან სრული რემონტის კონდიციით. მშენებლობის ხარჯები მთლიანად დაფინანსებულია საწყის ეტაპზე, რაც იმის გარანტია, რომ პროექტი ექსპლუატაციაში შევა დაგეგმილ ვადაში.

აირჩიეთ ბინა

  • დამკვეთი: სქაი
  • მდებარეობა: ქ.თბილისი, ბაღდათის ქუჩა
  • საინვესტიციო ბიუჯეტი: 4 277 000 $
  • მოცულობითი ფართი: 23 500 კვ.მ

სქაი ისანი

კომპანია „სქაი ისანი“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ, კომფორტულ, დახვეწილი დიზაინის მქონე თანამედროვე და ამავდროულად რეტრო სტილის საცხოვრებელ კომპლექსს.

პროექტის სამშენებლო ფართის მოცულობა შეადგენს 16 500 კვ.მ -ს. საცხოვრებელი და საზაფხულო ფართებისათვის გამოყოფილია 12 000 კვ.მ.

ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამშენებლო მასალებისა და მშენებლობის ხარისხს, მაღალკვალიფიციურ კადრებს და ნოვატორული სისტემების გამოყენებას ყველა ეტაპზე. ასევე აღსანიშნავია, რომ კომფორტული და დახვეწილი დიზაინის შექმნაზე, ზრუნავენ წამყვანი ქართველი და უცხოელი არქიტექტორ-დიზაინერები.

“სქაი ისანი” არის თხუთმეტ სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც განთავსებულია 140 ბინა და დახურული ავტოფარეხი 30 მანქანისათვის. ბინები ბარდება შავი, თეთრი და მწვანე კარკასის მდგომარეობით, ასევე პრაიმ ან სრული რემონტის კონდიციით. ჩვენი კომპანიის ღირებულებას მომხმარებლისათვის კომფორტული გარემოს შექმნა წარმოადგენს. 

კომპლექსი მდებარეობს ისნის ცენტრალურ ნაწილში, ბაღდათის ქუჩაზე. ხელსაყრელ ლოკაციას განაპირობებს მტკვრის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროსთან სიახლოვე. საცხოვრებელი განთავსებულია ისნის მეტროდან 750 მეტრში და ჰიპერმარკეტ „კარფურის“ გვერდით. საცხოვრებელი კომპლექსიდან იშლება თბილისის საუკეთესო პანორამული ხედები.

აირჩიეთ ბინა

პარტნიორები

იდეალური საცხოვრებელი კომპლექსი თქვენთვის!

„სქაი ისანი“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ, კომფორტულ, დახვეწილი დიზაინის მქონე თანამედროვე და ამავდროულად რეტრო სტილის საცხოვრებელ კომპლექსს.

ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამშენებლო მასალებისა და მშენებლობის ხარისხს, მაღალკვალიფიციურ კადრებს და ნოვატორული სისტემების გამოყენებას ყველა ეტაპზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ კომფორტული და დახვეწილი დიზაინის შექმნაზე, ზრუნავენ წამყვანი ქართველი და უცხოელი არქიტექტორ-დიზაინერები.

პროექტის სამშენებლო ფართის მოცულობა შეადგენს 16 500 კვ.მ -ს. საცხოვრებელი და საზაფხულო ფართებისათვის გამოყოფილია 12 000 კვ.მ.

“სქაი ისანი” არის თხუთმეტ სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც განთავსებულია 160 ბინა და დახურული ავტოფარეხი 50 მანქანისათვის.

სრულად ნახვა
დემაქს დიღომი - ახალი სოციალური სივრცე

“დემაქს დიღომი” არის  2000 კვ.მ-ზე მიმდინარე ევროსტანდარტების მქონე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის საინვესტიციო მოცულობა 3 800 000 $ შეადგენს.

კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია დიდი ეზო, რომელიც მობინადრეთათვის ახალ სოციალურ სივრცეს ქმნის. თექვსმეტ სართულიანი საცხოვრებელის წინ მოწყობილია უნიკალური და უსაფრთხო ბავშვთა გასართობი ზონა.

„დემაქს დიღომი“ ქმნის თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, ამიტომ  გთავაზობთ ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრებულ  სამდონიან მიწისქვეშა ავტოფარეხსა და გარე პარკინგს.

100 მეტრში არსებული ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ მობინადრეთათვის დამატებითი კომფორტის ზონაა.

ბინები ბარდება შავი, თეთრი და მწვანე კარკასის მდგომარეობით, ასევე პრაიმ ან სრული რემონტის კონდიციით.

მშენებლობის ხარჯები მთლიანად დაფინანსებულია საწყის ეტაპზე, რაც იმის გარანტია, რომ პროექტი ექსპლუატაციაში შევა დაგეგმილ ვადაში, 2019 წლის მაისში.

სრულად ნახვა

იდეალური საცხოვრებელი კომპლექსი თქვენთვის!

„სქაი ისანი“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ, კომფორტულ, დახვეწილი დიზაინის მქონე თანამედროვე და ამავდროულად რეტრო სტილის საცხოვრებელ კომპლექსს.

ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამშენებლო მასალებისა და მშენებლობის ხარისხს, მაღალკვალიფიციურ კადრებს და ნოვატორული სისტემების გამოყენებას ყველა ეტაპზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ კომფორტული და დახვეწილი დიზაინის შექმნაზე, ზრუნავენ წამყვანი ქართველი და უცხოელი არქიტექტორ-დიზაინერები.

პროექტის სამშენებლო ფართის მოცულობა შეადგენს 16 500 კვ.მ -ს. საცხოვრებელი და საზაფხულო ფართებისათვის გამოყოფილია 12 000 კვ.მ.

“სქაი ისანი” არის თხუთმეტ სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც განთავსებულია 160 ბინა და დახურული ავტოფარეხი 50 მანქანისათვის.

დემაქს დიღომი - ახალი სოციალური სივრცე

“დემაქს დიღომი” არის  2000 კვ.მ-ზე მიმდინარე ევროსტანდარტების მქონე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის საინვესტიციო მოცულობა 3 800 000 $ შეადგენს.

კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია დიდი ეზო, რომელიც მობინადრეთათვის ახალ სოციალურ სივრცეს ქმნის. თექვსმეტ სართულიანი საცხოვრებელის წინ მოწყობილია უნიკალური და უსაფრთხო ბავშვთა გასართობი ზონა.

„დემაქს დიღომი“ ქმნის თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, ამიტომ  გთავაზობთ ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრებულ  სამდონიან მიწისქვეშა ავტოფარეხსა და გარე პარკინგს.

100 მეტრში არსებული ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ მობინადრეთათვის დამატებითი კომფორტის ზონაა.

ბინები ბარდება შავი, თეთრი და მწვანე კარკასის მდგომარეობით, ასევე პრაიმ ან სრული რემონტის კონდიციით.

მშენებლობის ხარჯები მთლიანად დაფინანსებულია საწყის ეტაპზე, რაც იმის გარანტია, რომ პროექტი ექსპლუატაციაში შევა დაგეგმილ ვადაში, 2019 წლის მაისში.

საქართველო, ქ.თბილისი, აფაქიძის 11,სართული 11

ელ.ფოსტა: info@sdgroup.ge

დაგვიკავშირდით:

(032) 2 30 70 07

(+995) 591 544 445

სოციალური ქსელი
Thank you!. Your message is successfully sent...
We're sorry, but something went wrong